ქალების არიფანა
ნურავინ იტყვის,
ერთად შეკრებილ ყმაწვილქალთაც გაგვიმართია.
სულ სათითაოდ აგვიყრია
ტალღები სიტყვის
და ერთურთისთვის ნდობის აფრაც
აღგვიმართია.
ისტორიები,ზოგი ძველი,ზოგიც ახალი..
შემორჩენილი გულში კენტად და მიუსაფრად,
ზოგი საამო,
სასაცილო
და გასახარიც,
ზოგი კი წარსულს მიცემული სევდიან ზღაპრად.
აქა ხარ ნატა..
ამაყი და გაოცებული,
ზეთის ლამპარის მაძიებელ ქალწულს რომ ჰგავხარ.
აქა ხარ ლიკა..
მორცხვი ქალი,შორით დაგული
და სიყვარულის მოტრფიალე თეო,
შენც აქ ხარ!
სულით და გულით
ვითავისებთ მოსმენილ ამბებს,
ერთმანეთისთვის ალალ რჩევებს არ ვაშურებით,
დაუფარავი გულწრფელობით
ვაშიშვლებთ დარდებს
როგორ გვიყვარდა...
უტკენიათ როგორ გულები.
ქალს რომ ქალისა უკეთ ესმის-ამას თქმა უნდა?
შეუცვლელია მეგობრულად
გაწვდილი ხელიც,
ბევრი მტანჯველი საფიქრალი
დღეს განადგურდა
და უამრავი კითხვაც პასუხგაუცემელი.
არიფანაო....
ჩაგვიმთავრდი მხიარულებით,
ქალური ძალით გავუმკლავდით წარსულის სტუმრებს,
რასაც კაცები ვერ ყვებოდნენ
ოთხიოდ დღეში,
ჩემი მაკიაველი
რა შობს მაკიაველებს?-
- სწუხან მედიჩები.
მითხრეს: - მოგვწყდი, მოგვშორდი!
ყბედი იყავ ყოველთვის,
ისევ ყბედი რჩები.
ვერ მოეგე გონებას,
ვერ მოერგე მედიჩებს.
რას ემეტიჩრები!
ფლორენციავ, მისმინე!
ჩემი მწარე ბედი ხარ
და იმედი ჩემი.
თუკი შენ გადარჩები,
რაა მაკიაველი,
ბრმის მონოლოგი...
ო,როგორ მენატრება სინათლე...რას არ გავიღებდი,ისევ რომ დამენახა ქარვისფერი მზის სხივები.რა სულელი ვარ...მე ხომ აღარაფერი გამაჩნია...ერთდროს ღირსეული მუსიკოსი,რომელიც ეხლა მხოლოდ ნაცრისპერ პერებს ხედავს...გარეთ მინდა გასვლა და ფილტვების სუფთა ჰაერით გაჟღენთვა,მაგრამ ბავშვების მეშინია...ხო,მეშინია...არ მინდა ისევ თქვან ბრმა მოდისო...არარაობა ვერ მე,ხომ ხედავთ უსუსური ბავშვებისიც კი მეშინია...
დიახ მეშინია!მეშინია ცხოვრების!მეშინია სიმარტოვის!იმ დღეების მეშინია,რომელსაც მარტოდ-მარტო უნდა გავუძლო.სიკვდილი მინდა...რამდენჯერ მინატრია სიკვდილი...უმადურს...მოკლედ,ძალიან მეშინია...
ტ კ ი ვ ი ლ ა მ დ ე. . .
სულის ტკივილის გსმენიათ ოდესმე?მე მტკივა...ყველამ გამწირა...უსინათლო ვიღას სჭირდება გვერდით...ჩემს ოთახს ძველისძველი პიანინოღა შემორჩა მხოლოდ და მხოლოდ...რომელსაც ათი წელია აღარ მივკარებივარ...ვზივარ ახლა ჩემი ბნელი ოთახის კუთხეში და სახეზე ხელებს ვიფარებ!
მე ცხოვრებას ვემალები...
რომ შეხედავთ იფიქრებთ სიბერის კვალს მალავს სახეზეო,მაგრამ იტყუება!!!უბრალოდ,თვალებზე იფარებს ხელს იმ იმედით ,რომ ერთ დღეს როცა სახიდან ხელებს მოიშორებს სინათლეს უწინდებურად დაინახავს...
თვითმკვლელებისთვის
არც სამართებლით გადასერილი ვენა,
წყალში ხელის ჩაყოფა,
და ჩემისთანა მოცურავენი -
- მდინარეში გადახტომით თავს ვერ იკლავენ.
მიწაზე მწარედ დანარცხება?!
- ჭირისუფალნი
დასახიჩრებულ სახეს როცა ვეღარ ფარავენ?!
აი, ლითონი,
პრიალა ლულა,
ესეც- სასხლეტი,
ეს ათი ვაზნაც,
ყველა მათგანი
მუჭში ჭერით უცებ რომ თბება!
ეს ჩემი წმინდა რიტუალია:
სამ თვეში ერთხელ,
საღამოობით,
როდესაც ბინას დავაწკრიალებ,
მე ვზივარ მარტო
და ამ ლითონის ყველა ნაწილს
ვწმენდ გულდაგულ
და მერე ფრთხილად,
დაკვირვებით,
ახლიდან ვაწყობ.
მერე მაჯის გადაღლამდე
მიჭირავს ასე გაუნძრევლად.
მერე ირგვლივ საგნებს ვუმიზნებ.
ყველაფერი, რასაც ვინახავ, -
- მევე მინახავს
და ჩემით სავსე - დამენანება.
და სულ ესაა!
მეუბნებიან,
სჯობს,
ეს ბოროტი სათამაშო
დროზე თავიდან მოვიწყვიტო.
გასაგებია,
მაგრამ სიმშვიდე?
როდესაც იცი,
ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი,
მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია.
და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ.
ხარობ,
ხალისობ არსებობით.
მიეცით ყველას იარაღი,
და გვერდით ედოს,
დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე
ჩაიბაროს თავისი თავი!...
(მაინც გახსოვდეთ
ერთი კაცის დანაბარები:
ნუ გამაღვიძებ...
ჯერ ბოლომდე აცალე ფრენა
ცხენის ჭიხვინით შეშფოთებულ,
აფრენილ სიტყვებს,
გათენებამდე ო რამდენი
სიზმარი რჩება -
სადაც სიჩუმე
შემოდგომის ტკივილებს იტევს...
გათენებამდე
ალბათ ისევ, მოვა სიმღერა,
გიტარის სიმებს ახლეჩილი
ძველი ლოცვებით,
და ესმერალდაც აცეკვდება
ისე უეცრად -
რომ ყველა დარდი
გაიშლება კაბის ფოჩებით.
ჭიქა ღვინო და
გაცრეცილი გრიფელის დაფა,
სასმელს სიმღერებს აყოლებენ
მთვრალი ბოშები
ვიღაც მკითხაობს,
გაბრუებულ კლიენტებს ალბათ
ცდილობს დასტყუოს -
შერჩენილი, ბოლო გროშები.
წამო,
ცხოვრებას მოვახვიოთ
დილამდე ფარდა
ღამეც ისეთი სულმოკლეა
ვერ დაენდობი,
დღეს ყველაფერი ადვილია
სიცოცხლის გარდა,
მარტო სიკვდილთან თამაშითღა
თუ გაერთობი.
ჰო,
მოიცადე,
გათენება ისევ შორსაა,
ჯერ არ გასცლია ჰორიზონტსაც
მუქი ფერები,
ეხლა ისეთი სიშორეა
ჩვენს შორის ლანდად
მხოლოდ გაქცეულ
აჩრდილებს თუ მოეფერები
ჰოდა...
აცადე,
ჯერ ბოლომდე აცადე ფრენა -
ცხენის ჭიხვინით შეშფოთებულ,
აფრენილ სიტყვებს,
გათენებამდე ხომ ამდენი
სიზმარი რჩება...
ნუ გამაღვიძებ,
ორი პროფილი
ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა,
რადგან მთავარი მაინც ხმაა,
ვითომხავერდის მოსასხამიდან
მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი
ირონიები.
ხმაა მთავარი,
სხვას რომ არაფერს გაგაგონებს,
ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.
თვალები?!
- სველი მიწისფერი,
ცხვირი - ძგიდეგამრუდებული,
ერთი პროფილი სწორი ჰქონდა,
მეორე - ოდნავ მოფერდილი.
იქნებ ამიტომ
ერთ არსებაში
ორი სხვადასხვა კაცი ჩანდა,
რომ რიგრიგობით,
ან ერთდროულად
მყვარებოდა და მჯავრებოდა.
როცა ღელავდა,
უთამაშებდა ნესტოები
და შუბლზედაც,
წარბებშუიდან
ჩამოყრილი თმების ძირამდე
ამობურცული რისხვის ვენა
აღარ ცხრებოდა.
და ქვედა ტუჩის ერთ კუთხეში
უთეთრდებოდა
ძლივს შესამჩნევი ნაიარევი.
ტორები ჰქონდა
უხეში და ვეებერთელა
რომ იმის მუჭში
მე კი არა ,
მთელი სამყარო ჩატეულიყო,
და ვაი, მაშინ,
თუ სამყაროს წვენს გაადენდა.
და მე ყველაფერ ამას ვიტანდი,
რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით
სულ ვღალატობდი,
(თუმცა ღალატი რა შუაშია,
თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება).
და საბოლოოდ მაინც გავტყდი, -
- ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია
და დამთავრდა სიყვარულიც,
წარღვნით კი არა,
უხმაუროდ,
დუნედ,
თანდათან,
როგორც მდინარე,
არაფერს რომ არ უერთდება,
ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში.
გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში
ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია.
შენ კი - ცხადი ხარ,
ნამდვილი ხარ
და უცნაურად აუტანელი,
თითქოს ჩავკბიჩე
ოქროსფერი კარალიოკი
და ხურმა შემრჩა,
- ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.
ქორო:
თუ განსაცდელი მოახლოვდა,
ამით შეიტყობ:
გონი ირევა,
დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.
კარალიოკი მოილევა,-
- ხურმა ჩატკბება,
ამასობაში აცივდება,
ჩემია? სხვისი?
რომ არ გესმის, რა მემართება,
ვერ გაგიგია, რატომ ვდუმვარ,
საქმე რაშია.
არც არაფერში.
მაშინდელივით მოწყენილი ვარ,
თითქოს ყველაფერს
შემოევლო შავი არშია.
ჰო, ასე ხდება.
მასკარადი როცა მთავრდება,
რა საჭიროა ან მარმაში,
ანდა მაშია.
ერთი გომბეშოც ვერ შევცვალე,
ყველა დავკოცნე.
არ არის პრინცი,
აღარც იმის თეთრი რაშია.
ეს ფურცელი კი
ჩამრჩენია ამ ძველ უჯრაში.
ჩემია?
სხვისი?
ხელი ბავშვური წერის ცდაშია:
''დილას საუზმე ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე სადილიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე ვახშამიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
ახლა ღამეა.
ვერ ვიძინებ.
იცი, რატომ?
მინდა
მინდა ვხატო ცისარტყელა,
მინდა ერთი ფუნჯის მოსმით,
მთლად მოვხატო მზეც და ზეცაც,
მინდა ვხატო და დავხატო,
მიხაროდეს და კვლავ ვხატო,
ვხატო მთები, გორა ვხატო,
მონალიზაც მე დავხატო,
სულით მინდა, გულით მინდა
მინდა ვხატო, ვხატო, ვხატო,
მაგრამ რა ვქნა, არც ძალა მაქვს
და არც ფუნჯი რომ დავხატო
და ზღაპარიც აქ მთავრდება
დღეს
დღეს მე ვიქნები ბედნიერი.
ადრე ავდგები.
ცივი შხაპი და
ცივი ყავა,
ზედაც - სიგ... არა!
არა, სიგარეტს აღარც მოვწევ,
გადავყრი ნივთებს,
ყველაფერს ერთად,
რასაც შენი კვალი ატყვია,
მერე ჩავიცვამ ახალთახალებს,
კარს გავიკეტავ
და ყველა შემხვედრს
გავუღიმებ,
მერე დავყვები
ადგილებს,
სადაც
არასდროს ვყოფილვართ ერთად:
ქალაქს და დაბას,
უდაბნოსაც.
ჩემი იქნება ცაც და მიწაც,
დღეცა და ღამეც,
ძილიც,
ღვიძილიც.
კმარა ცხოვრება,
სიყვარულისჯარისკაცული,
როცა შენია ყველაფერი,
რაც საჭიროა,
და გავიწყებენ, რა გინდოდა;
როცა გეძლევა ყველაფერი,
უფლება კი - არ...
შენ, უსასრულო ორჭოფობავ,
თქვენც, ტკივილებო,
წუხილებო,
ჩუმო დარდებო,
და თქვენც, შიშებო,
სწორდით!
სმენა!
ახლა რიგზე გაითვალეთ
და ერთიანად,
გვირილები
არავინ იცის საითკენ გარბის.
ვერავინ მიხვდა,
ვერავინ ჩაწვდა მისსა ჩანაფიქრს,
მწვანე მინდორი,
ბიბინა მდელო გადაპენტილა
ნორჩი ბალახით,
მსუბუქ გვირილით,
გზად დაკრეფილა...
გოგონას ხელში
ღრუბლების მსგავსი თაიგული აქვს,
თავში ფიქრები,
ჩანაფიქრები არეულია,
თუმცა, მდელოზე
ბევრიც მოსჩანდა ყვავილი ნაზი
და არ უჩანდა
მინდვრის ჰორიზონტს გამყოფი ხაზი...
გვირილით ხელში
დაქსაქსულ გულით მინდორს კვეთავდა,
გარბოდა ვისგან,
ან კი გაქცევას ვის უბედავდა...
მშობლები, და-ძმა
განწირულია სატრფო ტიალი,
რა დარჩენია
თუ არა სოფლად მას ხეტიალი.
იშვილა მდელომ,
დედმამიშვილად იგულეს იგი,
და გვირილებმაც
მას მარად ტრფობის აღუთქვეს ფიცი!
თუმცა მდელოზე
ბევრიც მოსჩანდა ყვავილი ნაზი
და არ უჩანდა